GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთი მილიტარიზაციისა და მაფიოზურ-კლანური მმართველობის გარდა კავკასიას ვერაფერს სთავაზობს
10:32 17.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდლის, ვლადიმერ ჩირკინის ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.


განცხადებაში ნათქვამია, რომ 11 და 13 ივლისს გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩირკინი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ჩავიდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სადაც „ინსპექტირების" მიზნით, რუსეთის საოკუპაციო ძალების ე.წ. ბაზები მოინახულა და შეხვედრები გამართა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან.


„რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიურ მილიტარიზაციას, იქ განლაგებული საოკუპაციო ძალების გადაიარაღებას უახლესი სამხედრო ტექნიკით, მათ შორის, შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განლაგებას და დამრტყმელი სამხედრო დაჯგუფებების ფორმირებას. ამავე კონტექსტში უნდა იქნას განხილული 2008 წლის სცენარით მიმდინარე გამუდმებული სამხედრო წვრთნები როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე, და 2012 წლის სექტემბერში დაგეგმილი სტრატეგიული სამხედრო სწავლებები „კავკასია-2012", რითაც რუსეთი უშუალო სამხედრო საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში,“ - ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვით, სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ რუსეთის ფედერაციის სათავეში მყოფ რეჟიმს არაფერი აქვს შესათავაზებელი კავკასიისათვის, გარდა კრიმინალურ-მაფიოზური მმართველობისა და მილიტარიზაციისა. ეს რეალობა კი სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს კავკასიის სახელმწიფოებისათვის, კავკასიის ხალხებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის.

 

Internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
იმერეთში მე-10 კლასის მოსწავლემ მე-12 კლასელი მოკლა1
2012 წლის ბიუჯეტში ცვლილება შედის2
შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმია მოსალოდნელი3
ბაჩო ახალაია მოწმის სახით პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს4
სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის მიერ ყელის გამოჭრის ფაქტს არ ადასტურებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X