დამასკოში სროლები ამ
დრომდე არ წყდება. ქალაქის თავზე კვლავ კვამლია აღმართული, გამუდმებით ისმის
აფეთქებების ხმა. უკვე მეორე დღეა სირიის დედაქალაქში სასტიკი ბრძოლები
მიმდინარეობს.
ამბოხებულთა
განცხადებით, ისინი დამასკოს ორ კვარტალს აკონტროლებენ. მათ მიზანში ამოიღეს
ადმინისტრაციული შენობები და კეტავენ ძირითად მაგისტრალებს, რათა სამხედროებს
გადაადგილებაში შეუშალონ ხელი.
შეტაკებები
მიმდინარეობს ქალაქ იდლიბშიც, სადაც ტყვიამფრქვევებითა და ნაღმებით შეიარაღებულ ამბოხებულებს
ტენკები უპირისპირდებიან.
Internet.ge