ტორონტოს ქუჩებში
შეტაკებების შედეგად 19 ადამიანი დაიჭრა, გარდაცვლილია 2 ახალგაზრდა.
თავდაპირველად ჩხუბში დაახლოებით 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა, შემდეგ კი იგი
შეიარაღებულ ბრძოლაში გადაიზარდა.
ადგილობრივი
ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, სადაც
რაიონის მაცხოვრებლებს წვეულება ჰქონდათ გამართული.
სროლების შედეგად
დაშავებულია 12 წლის გოგონაც.
შემთხვევის გარემოებებს
პოლიცია იძიებს. სამართალდამცავები კონფლიქტის წამომწყებ პირებსა და მოწმეებს
ეძებს.
Internet.ge