GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა გაფართოვდა
18:58 17.07.2012
დღის სიახლეები

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა გაფართოვდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული უშიშროების საბჭო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ცვლილებების თანახმად, კომისიის შემადგენლობას დაემატა ორი წევრი: ირინა ქურდაძე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და ირაკლი გიორგობიანი - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

„პოლიტიკურ პარტიებთან გამართულ  შეხვედრაზე ახალი მემარჯვენეები გამოვიდნენ ინიციატივით, უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობის გაფართოვების და სხვა სამინისტროებთან ერთად მის მუშაობაში განათლებისა და მეცნიერების, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლების შეყვანის შესახებ. კომისიამ  ახალი მემარჯვენეების რეკომენდაცია გაითვალისწინა და კომისიის თავმჯდომარის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას გადაწყვეტილებით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია პოლიტიკურ პარტიებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებთან კონსულტაციებს განაგრძობს.

 

Internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა გაფართოვდა1
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.4
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X