დამასკოში, ნაციონალური
უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა, რა
დროსაც დაიჭრნენ სირიის შს მინისტრი და დაზვერვის სამსახურის უფროსი, ხოლო თვადაცვის
მინისტრი, გენერალი დაუდ რაჯა კი დაიღუპა, - იუწყება „ლაიფ-ნიუსი“.
ტერორისტმა ასაფეთქებელი
მოწყობილობა სირიის დედაქალაქის ცენტრში მაშინ მოიყვანა მოქმედებაში, როცა
უსაფრთხოების სამსახურის შენობაში რამდენიმე მინისტრისა და სხვა ოფიციალური
პირების შეხვედრა მიმდინარეობდა.
Internet.ge