ბულგარეთის კურორტზე, ქალაქ ბურგასში მომხდარ ტერაქტს 7 ადამიანის
სიცოცხლე შეეწირა, დაშავებულია 30–მდე ტურისტი. ქვეყნის შს სამინისტროს ცნობით,
ქალაქის აეროპორტთან ებრაელი ტურისტებით
სავსე ავტობუსი აფეთქდა. 27 ადამიანი ამ დროისთვის ბურგასის საავადმყოფოში
იმყოფება, მათგან სამი უმძიმეს მდგომარეობაშია. მგზავრების გარდა აეროპორტში მყოფი
პირებიც დაშავდნენ.
როგორც ირკვევა, ტურისტები კურორტზე დღეს ჩაავიდნენ. აფეთქება
ავტობუსში ჩასხდომისთანავე მოხდა. ტურისტები აეროპორტიდან პირდაპირ ქალაქის
სანაპიროსკენ აპირებდნენ გამგზავრებას.
ამ დროისთვის ბურგასის აეროპორტი დაკეტილია. ყველა რეისი ბარნშია
გადამისამართებული. ქალაქში სპეციალური კრიზისული შტაბი შეიქმნა. მომხდარის გამო
ბურგასში გაფრინდნენ ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ–მინისტრი, შს და საგარეო საქმეთა
მინისტრები.
Internet.ge