ხარკოვის
საავადმყოფოში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო ფანჯრის მინის
ჩამტვრევით იმუქრება, თუ მობილურ ტელეფონზე დარეკვის უფლებას არ მისცემენ.
ამის შესახებ
„რია ნოვოსტი“ უკრაინის პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით
იუწყება.
ტიმოშენკოს განუმარტეს, რომ სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება მას მხოლოდ
გამოსასწორებელი კოლონიის სტაციონარული ტაქსოფონიდან აქვს, რაზეც ტიმოშენკომ
განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში, პალატაში ფანჯრის მინას ჩაამტვრევს, რათა
საავადმყოფოსთან მუდმივად მყოფ საკუთარ მხარდამჭერებთან საუბარი შეძლოს.
Internet.ge