საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სტიქიისგან დაზარალებულ კახეთის რეგიონს სტუმრობს.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შტაბი შეიქმნება, რომელიც სტიქიის შედეგების
ლიკვიდაციისათვის იმუშავებს.
სტიქიამ კახეთის რაიონი მნიშვნელოვნად
დააზარალა. თელავში სტიქიის შედეგად კერძო სასტუმროს ერთ-ერთი ფლიგელი ჩამოინგრა,
თუმცა არავინ დაშავებულა. ასევე, თელავში მაღალსართულიანი სახლის მიშენება
ჩამოინგრა, მსხვერპლი არ არის.
ამ დროისათვის თელავი სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა
დარჩენილი.
გურჯაანში,
თელავსა და ლაგოდეხში მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვარდა, დაეხოცათ შინაური პირუტყვი და ფრინველი, გაუნადგურდათ სასოფლო-სამეურნეო ნათესები.
ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. ასევე, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.
Internet.ge