დიდი ბრიტანეთის
მთავრობამ სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს და მის მთავრობას 160 მილიონი დოლარის
მოცულობის ანგარიში გაუყინა, - იუწყება BBC.
ამ აქტივების დიდი
ნაწილი კერძო კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ეკუთვნით, რომლებიც ასადის
მოკავშირეები არიან. ეს ანგარიშები ევროკავშირის სანქციებს დაექვემდებარა.
ექსპერტთა მოსაზრებით, ეგვიპტის
პრეზიდენტი და მისი გარემოცვა საერთო ჯამში 1,6 მილიარდ დოლარს ფლობენ. თუმცა ამ
თანხის დიდი ნაწილი იმ ქვეყნების საბანკო დეპოზიტებზეა განთავსებული, რომლებშიც
დამასკოს მისამართით დაწესებული სანქციები არ მოქმედებს.
Internet.ge