სამი დაღუპული სომეხი ჯარისკაცის დედები მთავრობის სახლის შენობაში შეიჭრნენ,
სადაც კაბინეტის სხდომა იწყებოდა და პრემიერ-მინისტრთან, ტიგრან სარქისიანთან
შეხვედრა მოითხოვეს.
როგორც
„ნოვოსტი-არმენია“ იუწყება, „ისინი ყვირიან და მოითხოვენ შვილების სიკვდილის
გარემოებების გამოძიებას, იგნორირებას უკეთებენ შენობის დაცვის მოთხოვნას, დატოვონ
მთავრობის სახლი და აცხადებენ, რომ მხოლოდ მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ
დამშვიდდებიან“.
დაღუპული
ჯარისკაცის, ტიგრან ოგანჯანიანის დედა ამბობს, რომ სამართალდამცველ ორგანოებს 5
წელი დასჭირდათ იმისთის, რათა დაედგინათ, რომ მისი შვილი ელექტრომუხტით იქნა
მოკლული, ახლა კი კიდევ ამდენი დასჭირდებათ, რათა მკვლელი იპოვონ.
Internet.ge