საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს შესაჯამებლად, მთავრობა დღეს საღამოს კიდევ ერთხელ შეიკრიბება.
მიხეილ
სააკაშვილის
თქმით, აღდგენითი სამუშაოები ყველაგან უნდა დაიწყოს და ყველაფერი დროულად გაკეთდეს.
“მე
არსად მივდივარ და კახეთში ვრჩები. დღეს საღამოს კი, შტაბის სხდომა მოვიწვიოთ რათა დღის განმავლობაში გაკეთებული საქმინობა შევაჯამოთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ,
რომ საქართველოს პრეზიდენტი კახეთის რეგიონში იმყოფება, რომელიც გუშინ ღამით სტიქიამ საგრძნობლად დააზარალა.
მიხეილ
სააკაშვილმა
მთავრობის
საგანგებო
სხდომა თელავში მოიწვია და ხელისუფლების წარმომადგენლებთან
ერთად სტიქიით მიყენებულ ზიანსა და მისი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელა. ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის შექმნა, ხოლო ზარალის აღმოფხვრისთვის საჭირო სამუშაოების ხელმძღვანელობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს დაავალა.
Internet.ge