დამოუკიდებელი
ალტერნატიული პარლამენტის შექმნის გეგმა ჯერ კიდევ 12 ივლისს პუტინის
საწინააღმდეგო აქციის დროს გაჟღერდა.ამ დროისათვის ოპოზიციაში მოლაპარაკებები
მიმდინარეობს, რათა არჩევნების გეგმა შეიმუშაონ.
საპროტესტო აქციების
საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლის, ალექსანდრ ბელოვის თქმით, შეიქმნება
ცენტრალური საარჩევნო კომისია და განისაზღვრება პარტიული ქვოტები. არჩევნებში კი
მონაწილეობა არანაკლებ 50 ათასმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს.
არჩევნების ვადებზე
ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუმცა ის ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს. ბელოვის თქმით,
ოპოზიციის სიძლიერეზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა აღქმული საკოორდინაციო საბჭო
დროებით მთავრობად ან ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭოს მსგავს სტრუქტურად.
Internet.ge