GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ფილიპ დიმიტროვმა დღეს, გლდანის №8 და №18 დაწესებულებები დაათვალიერა
15:59 05.04.2012
დღის სიახლეები

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს დღეს, გლდანის №8 და №18 დაწესებულებების საზოგადოებრივ  მისაღებში არსებული სერვისები და სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაათვალიერებინა.


ევროკავშირის ელჩი საზოგადოებრივი მისაღების დათვალიერების  შემდეგ მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს და სამედიცინო სერვისებს გაეცნო.

 

მინისტრის თქმით, საზოგადოებრივ მისაღებში ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნასა და პროცედურული საკითხების გამარტივებასთან ერთად მოქალაქეებს მაღალკვალიფიციური კადრები ემსახურებიან და მათ სწრაფ, სრულყოფილ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს სთავაზობენ.

 

 „ევროკავშირი არის სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ბევრი პრობლემა საჭიროებს ჯერ კიდევ მოგვარებას, სწორედ ამისკენაა მიმართული სამინისტროს ძალისხმევა და ევროპული სტანდარტების დანერგვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება“,- აღნიშნა ხათუნა კალმახელიძემ.

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 10 პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობა ამჯერად ქსნის №15 დაწესებულებასთან მიმდინარეობს,  ეტაპობრივად კი  საზოგადოებრივი მისაღები სასჯელაღსრულების ყველა  დაწესებულებასთან ამოქმედდება.

 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილმა არჩილ ჩოხელის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა (VIDEO)1
თბილისობის ღონისძიებებს თბილისის მერი ესწრება2
უმრავლესობის წევრები გუნარდ ვიგანდის შეხვდნენ3
სახალხო დამცველი დევნილთა მიერ სხვადასხვა შენობების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა4
მწერალ ზაზა ბურჭულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X