პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს, რაც ჩვიდმეტწლიანთა ფეხბურთელების ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლითაც დადასტურდა.
როგორც დღეს, მთავრობის სხდომა გილაურმა განაცხადა, ბევრად უფრო კარგი ახალი თაობა მოდის, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
„17-წლიანმა ბავშვებმა ყევლაფერი გააკეთეს, რათა ევროპის ჩემპიონატზე გასულიყვნენ. მე ვთხოვ ლადო ვარძელაშვილს რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ერთად გავიაროთ ის საკითხი თუ რა არის დამატებით გასაკეთებელი. საჭიროა მთავრობისგან დამატებითი დაფინანსების გამოყოფა ამ ახალგაზრდების ვარჯიშებისთვის თუ საჭიროა ახალი სტადიონის მშენებლობა”, - განაცხადა გილაურმა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის განცხადებით კი, ნაკრების წარმატება ფეხბურთის მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებული სამწლიანი მუშაობის შედეგია.
internet.ge