„ამომრჩეველთა ლიგა“, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ
ოცნებაში“ არ გაწევრიანდება“, -ამის შესახებ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა გუნცაძემ „ინტერნეტ.ჯი"-ს
განუცხადა.
მისი თქმით, „ამომრჩეველთა ლიგა“ პოლიტიკურ
პარტიას არ წარმოადგენს.
„ჩვენი ორგანიზაცია პარტიულ ტიტულს არ ატარებს.
ჩვენი მთავარ მიზანი თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცვაა. შესაბამისად, კოალიციაში
გაწევრიანება არ იგეგმება“,- ამბობს გუნცაძე.
"ინტერნეტ.ჯი"-ს კითხვა, კი, რომელიც
გოგი თოფაძის „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსს უკავშირდებოდა, კოკა გუნცაძემ უპასუხოდ
დატოვა.
internet.ge