ინტერნეტში გავრცელდა
ვიდეო, როგორ იხრჩობა მამაკაცი კრიმსკის წყლით სავსე ქუჩაზე. მიუხედავად იმისა,
რომ ის წყალში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და სიკვდილს ებრძოდა, მის
საშველად არც მაშველები გამოჩენილან და მით უფრო, არც ვინმე რიგით მოქალაქეს უცდია
მისი გადარჩენა.
კადრები 7 ივლისის დილას
არის გადაღებული, იმ ღამის შემდეგ, როცა კრიმსკი წყალმა დატბორა.
ერთ-ერთი ვერსიით
მამაკაცი ნასვამი იყო, თუმცა მეორე ვერსიით მან ორი ადამიანი გადაარჩინა, თავად კი
ძალაგამოცლილმა ვეღარ შეძლო წყალში გაჩერება, დინებამ წაიღო და დაახრჩო.
მისი გვარი და სახელია
პიოტრ ოსტაპენკო. ის ფიგურირებს დაღუპულთა სიებში, რომელიც საგანგებო სიტუაციების
სამინისტრომ გამოაქვეყნა.
ინტერნეტმომხმარებლები
ვიდეომ შოკში ჩააგდო, რადგან კადრებში ჩანს, რომ ძალაგამოცლილი ადამიანის
სიკვდილისგან გადარჩენა, თითქოსდა, არც ისე შეუძლებელი უნდა ყოფილიყო.
Internet.ge