GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მოსკოვში ტერაქტებს ჩეჩნეთის სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტი გეგმავდა
16:42 05.04.2012
დღის სიახლეები

მოსკოვის სასამართლომ ჩეჩენი საველე მეთაურების - ძმებ გაკაევების დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. „ფსბ“ მათ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ტერაქტების მოწყობაში სდებს ბრალს.

საგულისხმოა, რომ 2009 წელს ჩეჩნეთის ტელევიზიით ნაჩვენები იქნა სიუჟეტი, სადაც ადგილობრივი ძალოვნები ირწმუნებოდნენ, რომ მუსლიმ გაკაევი დიდი ხნის განმავლობაში მათი საიდუმლო აგენტი იყო.

თუმცა მუსლიმ და ჰუსეინ გაკაევებს სწორედ 2009 წელს დაგეგმილი ტერაქტების გამო ეძებენ. ისინი ამჟამად მიმალვაში არიან.

„ფსბ -ს მონაცემებით ძმებმა თვითმკვლელი-ტერორისტების საშუალებით ტერაქტები დაგეგმეს მოსკოვში, მზადებას კი ჩეჩნეთში გადიოდნენ. სწორედ იმ პერიოდში, როცა ჩეჩენი ძალოვნები ამბობდნენ, რომ მუსლიმ გაკაევი მათი საიდუმლო აგენტი იყო, აღმოჩნდა, რომ ძმები ჩეჩნეთში, მოსკოვში განსახორციელებელი ტერაქტებისთვის თვითმკვლელებს ამზადებდნენ. თვითმკვლელებს, მოსკოვში, „ქალაქის დღეს“, 7 აფეთქება უნდა მოეხდინათ,  ისინი „შაჰიდის ქამრებით“ იყვნენ აღჭურვლები. თუმცა რუსეთის სამართალდამცველებმა 2009 წლის აგვისტოში მათი დაკავება შეძლეს. სწორედ თვითმკვლელმა-ტერორისტებმა უამბეს გამოძიებას, რომ მომზადებას ჩეჩნეთში, ძმებ გაკაევების ბაზაზე გადიოდნენ.

სწორედ ამის შემდეგ ჩეჩნეთის ძალოვნებმა განაცხადეს, რომ მუსლიმ გაკაევთან, როგორც სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტთან წყვეტდნენ კონტრაქტს. ძალოვნებმა აღიარეს, რომ მუსლიმ გაკაევი მათ ბოევიკთა წრეში ჰყავდათ შეშვებული და მისი ფსევდონიმი იყო „ქამელეონი“.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებაში 610 პატიმარი შიმშილობს1
გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გადადგა - გიორგი კალანდაძეს ვახტანგ კაპანაძე შეცვლის2
მერვე საპყრობილედან 100 მსჯავრდებული ქსნის მე-15 დაწესებულებაში გადაიყვანეს3
მაია ფანჯიკიძე დიპლომატიურ სამსახურში საკადრო ცვლილებებს გეგმავს4
წულუკიანი: ჩვენი მიზანი იუსტიციის სამინისტროს სამართლიანობის ერთ-ერთ გარანტად ჩამოყალიბებაა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X