მწვერვალ უშბიდან, მაშველებმა უკრაინელი ალპინისტების ცხედრები
ზუგდიდში გადაასვენეს, ზუგდიდიდან კი, გარდაცვლილები თბილისში ჩამოიყვანეს.
გარდაცვლილებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ.
მაშველებმა უშბაზე, 3, 500 მეტრის სიმაღლეზე დაკარგული ალპინისტების
ცხედრები გუშინ იპოვეს, თუმცა უამინდობის გამო მათი ჩამოსვენება ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ მწვერვალიდან დაშვების დროს, 2 ალპინისტს დამცავი
ბაგირი გაუწყდა და ხევში გადაიჩეხა.
უშბის დასალაშქრად ოთხი უკრაინელი ალპინისტი საქართველოში 13 ივლისს
ჩამოვიდა.
Internet.ge