Rope-Jumping-ის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდების საქმეზე შსს ექსპერტის დასკვნას ელოდება
რა გახდა ორი ახალგაზრდის
სიკვდილის მიზეზი, ექსტრემალური ხტომის, Rope-Jumping-ს დროს,
ამას გამოძიება დაადგენს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს
პრესამსახურში განუცხადეს, ამჟამად გამოძიება ექსპერტის დასკვნას ელოდება, რის
შედეგაც სიკვდილის ზუსტი მიზეზი გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ექსტრემალურ ხტომას თოკით თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ
კორპუსთან.
როგორც გაირკვა კომპანია, რომელიც აღნიშნულ საქმიანობას ეწეოდა, ბიძინა გუჯაბიძისა და მისი
შვილის საკუთრებაშია.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი 23 წლის მარიამ ყანდაშვილისა და 25 წლის
გოგა გოლეთიანის დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნა თოკის
გაწყვეტამ გამოიწვია.
Rope-Jumping–ის მონაწილეს, სპეციალური სამაგრები უმაგრდება წელსა და ფეხებზე და სიმაღლიდან ხტება,
სწორედ აღნიშნული სპორტული თამაშის დროს ჩამოვარდა ორი
ახალგაზრდა თოკიდან, რის შედეგადაც ორივე
მათგანი გარდაიცვალა.
Internet.ge