ინგლისში 17 წლის
მოზარდმა ოლიმპიური ცეცხლის მოპარვა სცადა. იგი ცეცხლის მატარებელს მივარდა, თუმცა
მცველებმა დროულად მოახერხეს მოზარდის შეჩერება. ინციდენტი ქალაქ გრეივსენდში,
ოლიმპიური ცეცხლის ქუჩაში ჩამოტარებისას მოხდა.
ახალგაზრდა
თავდამსხმელი ცეცხლის მატარებელ 23 წლის გოგონას შემდეგი სიტყვებით მივარდა: „Allahu
Akbar“, რაც არაბულად „ღმერთი დიდებულია“-ს ნიშნავს. მოზარდმა ცეცხლის წართმევა
ვერ მოახერხა, მორბენალმა გოგონამ კი გზა მშვიდად განაგრძო. პოლიციის ცნობით,
ინციდენტისას არავინ დაშავებულა.
ოლიმპიურმა ცეცხლმა
ბრიტანეთში თავისი 70 დღიანი მოგზაურობა 18 მაისს ლენდს-ენდიდან დაიწყო და 27
ივლისს ოლიმპიურ სტადიონზე თამაშების გახსნისას დაასრულებს.
Internet.ge