ვაჩნაძინთში ივანიშვილის
ვიზიტის დროს ჟურნალისტს მანქანა დაუზიანეს.
„ინტერპრესნიუსის“
ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი ამბობს, რომ მანქანას დაზიანებები ივანიშვილის დაცვის
წევრებმა მიაყენეს. ქევხიშვილი იხსენებს, რომ ის გარცავლილი ჯარისკაცის დედის ჩაწერას
ცდილობდა, რომელმაც ივანიშვილის სტუმრობა გააპროტესტა:
„როდესაც მანქანასთან
მივედი, ავტომობილი დაზიანებული დამხვდა, ჩემი მანქანა ისე იდგა, რომ ივანიშვილის ესკორტს
გზაზე გავლაში ხელს არ შეუშლიდა,“- ამბობს „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი.
ანალოგიური ფაქტის
წინაშე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიც აღმოჩნდა, მისი
თქმით, მანქანასთან დროულად რომ არ მისულიყო, ივანიშვილის დაცვის წევრები და „ქართული
ოცნების“ მხარდამჭერები მის ავტომობილსაც დააზიანებდნენ.
internet.ge