ოსლოს ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, ქუთაისში, თამთა ლიპარტელიანის ხსოვნის პატივსაცემად, ხსოვნის მონუმენტი გაიხსნა.
ბრინჯაოში შესრულებული ანთებული სანთლის ფორმის მონუმენტი ერთდროულად მწუხარებისა და იმედის სიმბოლოა. ახალი მონუმენტი ქართველი მოქანდაკის ნამუშევარია.
მემორიალის გახსნას ქუთაისში ნორვეგიის ელჩი ერლინგ სკონსბერგი, ლიპარტელიანის ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თამთას მეგობრები და ნათია ჩხეტიანიც დაესწრო, რომელიც ტერაქტის დროს უტოიაზე იმყოფებოდა.
internet.ge