ხაბაროვსკში მდებარე
ბანაკში 55 ბავშვი და დაწესებულების სამი თანამშრომელი ინფექციით დაავადდა. მათ
მედიკოსებს ნაწლავური ინფექციის სიმპტომებით მიმართეს, თუმცა ჯერ კიდევ
დაუდგენელია მათი ზუსტი დიაგნოზი.
4 მოზარდი შედარებით
მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანარჩენი ბავშვები,
რომელთაც მსგავსი სიმპტომატიკა აქვთ, იზოლირებული არიან ბანაკის სხვა წევრებისგან.
მთლიანობაში ბანაკში
384 მოზარდი იმყოფება, რომელთა ასაკიც 12-დან 17-წლამდე მერყეობს.
Internet.ge