„თავისუფალი საქართველო“ მეტროში მომხდარ სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
“თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური, სამგორის მეტროში მომხდარ
სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სოფო ბუკიას, რომელიც მამაკაცთან
პარტიის სახელით გარიგებაში შევიდა, პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და საქმე
ეხება თაღლითობის ფაქტს.
პარტია
"თავისუფალი
საქართველო"
მიმართავს
სამართალდამცავ
უწყებებს,
დაუყოვნებლივ
გამოიძიონ
აღნიშნული
საქმე და დაისაჯონ თაღლითური სქემის ავტორები.
„სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერში გავიდა სიუჟეტი თბილისის მეტროში მომხდარი სუიციდის შესახებ. 22 ივლისს ღამე, მეტროსადგურ სამგორში მოქალაქე ფრიდონ ჯანჯღავა თვითმკვლელობის მიზნით მატარებლელს შეუვარდა.
როგორც
გარდაცვლილის
ნათესავები
აცხადებენ,
ვინმე ბუკიამ ფრიდონ ჯანჯღავას ოჯახს, სახლის იპოთეკით დატვირთვით, გამოსძალა დიდძალი თანხა. მათივე განცხადებით ბუკია კახა კუკავას პარტიაში სამსახურის დაწყებით აიმედებდა ჯანჯღავების ოჯახს და ფულის დაბრუნებას ჰპირდებოდა. "თავისუფალი საქართველოს"
პრეს-სამსახური აცხადებს, რომ სიუჟეტში მონაწილე არც
ერთ
ადამიანს არ აქვს კავშირი პარტიასთან და საქმე გვაქვს თაღლითობის ფაქტთან“,-
ნათქვამია განცხაებაში.
Internet.ge