ამერიკულმა საბრძოლო
თვითმფრინავმა F-16, რომელიც იაპონიიდან ალიასკისკენ მიფრინავდა, მარცხი განიცადა.
იგი წყნარი ოკეანის კუნძულ სიმუშირზე ჩამოვარდა.
რუსეთის ეფესბე-ს
სასაზღვრო მართვის დეპარტამენტის ცნობით, თვითფრინავმა ავარიული დაშვება
განახორციელა, რის შედეგადაც იგი დაიმტვრა. მათივე ინფორმაციით, ავარიამდე პილოტმა კატაპულტირება მოასწრო.
თვითმფრინავის დაცემის
რაიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის რუსული სასაზღვრო საპატრულო დანაყოფი
გაიგზავნა. ცნობილია, რომ გადარჩენილი პილოტი იაპონურმა გემმა აიყვანა.
თვითმფრინავის
გადაფრენის მიზანზე და მის ბორტზე მყოფი ადამიანების ოდენობის შესახებ ინფორმაცია
ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასევე, უცნობია, რამ გამოიწვია ავარია.
Internet.ge