GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი ცხინვალის პროკურატურაში დასაკითხად მიიყვანეს
19:36 23.07.2012
დღის სიახლეები

ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალურომა პროკურორმა მერაბ ჩიგოევმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ ახალგორში გუშინ ქართველი ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი დააკავეს.

როგორც ჩიგოევმა „ეხო კავკაზას“  განუცხადა, ჟურნალისტი დაკითხვაზე „მიიწვიეს“, რის შემდეგაც მას ადგილობრივი პროკურატურის შენობის დატოვების უფლება მისცეს.

„დაინტერესდნენ, როგორ აღმოაჩნდა მას „ფორმა ნომერი 9“, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ლენინგორის რაიონში ცხოვრობენ, აძლევს საშუალებას, გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვარი სოფელ მოსაბრუნის რაიონში,“ - განაცხადა ჩიგოევმა.

მისივე თქმით, ოთარაშვილი არ არის ახალგორის მუდმივი მაცხოვრებელი, რაც ნიშნავს, რომ დოკუმენტი მას არალეგალურად აქვს აღებული.

„ჩვენ ახლა შევამოწმებთ, ვინ მისცა მას დოკუმენტი, თუკი მას არ ეკუთვნოდა ის,“ - თქვა ჩიგოევმა.

მარი ოთარაშვილი თბილისში მცხოვრები ახალგორელია, რომელმაც რაიონი 2008 წელს დატოვა, როცა ახალგორი სეპარატისტების კონტროლქვეშ მოექცა.

მას შემდეგ ის რეგულარულად ახერხებდა რაიონში შესვლას. ოთარაშვილის სტატიები ქვეყნდებოდა გაზეთ „რეზონანსში“, ცოტა ხნის წინ კი ჟურნალისტმა ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ თანამშრომლობა დაიწყო.

ჩიგოევი ამბობს, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ოთარაშვილი ახალგორში აკრედიტაციის გარეშე მუშაობდა, რაც დარღვევაა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ „ფორმა ნომერი 9“ ოთარაშვილზე კანონის დარღვევით იქნა გაცემული, პროკურორმა გამორიცხა, რომ ამის შემდეგ ჟურნალისტი რაიონში მუშაობის გაგრძელებას შეძლებს.

„როდესღაც ასეთი საკითხები უნდა წამოიჭრას , მითიუმეტეს, რომ ეს დოკუმენტი მას უკანონოდ აქვს,“ - განაცხადა ჩიგოევმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მასობრივი ჩხუბის განეიტრალებას, რომელშიც ქალებიც ჩაებნენ, პატრულის ათობით ეკიპაჟი ცდილობდა1
230 ტონა ვადაგასულ პესტიციდს საქართველოდან გაიტანენ2
ეკა ბესელია: ნიგვზიანში მუსულმანებს ლოცვის გაგრძელების საშუალება მიეცემათ3
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება4
NDI: „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X