აფრიკაში შიდსის ახალი
სახეობა გამოვლინდა, რომელიც მკურანლობაზე არ რეაგირებს. მასზე არ მოქმედებს
წამლები, რომლებიც ანელებს ავადმყოფობას და პაციენტს სიცოცხლეს უხანგრძლივებს.
ბოლო პერიოდში ტროპიკულ
აფრიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ კატეგორიის ინფიცირებულთა რაოდენობა. ლონდონის
საუნივერსიტეტო კოლეჯის სპეციალისტების განცხადებით, გამოკვლეულია 26 ათასი
ადამიანი, რომლებზეც წამლები გავლენას არ ახდენენ.
მეცნიერები შიშობენ, რომ
აღნიშნული ტენდენცია, შესაძლოა, განვითარებულ ქვეყნებშიც გავრცელდეს.
Internet.ge