ავსტრალიელი ტურისტები,
რომლებიც აისბერგის მოწყვეტის კადრების გადაღებას ცდილობდნენ, სიკვდილისგან
კაპიტნის რეაქციამ იხსნა.
მეზღვაურმა მომენტალურად
მიიღო გადაწყვეტილება გარიდებოდა ადგილს, სადაც აისბერგის ჩამოშლის შედეგად
წარმოქმილი ტალღა მას და მის თანამგზავრებს დაღუპვით ემუქრებოდა.
გადაღების დროს ყინულს
საკმაოდ დიდი ნაწილი მოსწყდა. აისბერგი წყალში ჩავარდა და ტალღა წარმოქმნა,
რომელსაც კატერის გადაბრუნება შეეძლო.
internet.ge