ჰონკონგს თავს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა, რომლის შედეგადაც
ათეულობით ადამიანი დაზარალდა. უამინდობის გამო 200-მდე ავიარესი გადაიდო. ქალაქში
მოგლეჯილია ხეები, ნავსადგური კი ძლიერმა ტალღებმა მოიცვა.
ქარიშხლის დროს, რომელსაც „ვისენტი“ უწოდეს, ქარის სიჩქარე
140 კმ/ს-ს აღწევდა. გარდა ამისა, ძლიერი წვიმებიც დაერთო თან. ჰონკონგის ცენტრმა
ნომერი 10 გამაფრთხილებელი სიგნალი გაუშვა, რომელსაც განსაკუთრებით ძლიერი ტაიფუნის
დროს იყენებენ და რომელიც ბოლო 13 წელია არ დაუფიქსირებიათ.
ამ დროისთვის ქარიშხალი მიწყნარებულია, თუმცა სინოპტიკოსები
აცხადებენ, რომ შტორმის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს.
მთლიანობაში, მედიკოსებს 100-მდე ადამიანმა მიმართა, რომელთა
ასაკიც 4-დან 86 წლამდე მერყეობს. მათგან 72 მოქალაქე ჰოსპიტალიზებულია. ხელისუფლების
მიერ გახსნილ 24 დროებით ცენტრში 250-მდე ადამიანი აფარებს თავს.
internet.ge