ავღანეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ფარაქსის პროვინციის
პოლიციის განყოფილების უფროსი და მისი 13 თანამშრომელი თალიბანის მოძრაობას შეუერთდა.
პროვინციის გუბერნატორის ოფიციალური წარმომადგენელი იტყობინება,
რომ პოლიციელებმა პოსტი საღამოს დატოვეს და თან იარაღი და სამსახურის კუთვნილი ავტომობილები
გაიყოლეს.
BBC-ის ცნობით, პოლიციის უფროსმა 7 ოფიცერი მოწამლა,
რომელთაც დეზერტირებთან ერთად წასვლაზე უარი განაცხადეს.
ავღანეთის ხელისუფლება პოლიციის გაძლიერებას ცდილობს, ვინაიდან
სწორედ მან უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში წესრიგის დამყარება მას შემდეგ, რაც 2014 წელს
საერთაშორისო ძალები ავღანეთის ტერიტორიას დატოვებენ.
Internet.ge