„ალ-ქაედას“ ირანის დანაყოფი
აცხადებს, რომ ბოევიკები აშშ-ს, დარტყმას,
„შიგ გულში“ მიაყენებენ - იუწყება NBC
News.
ტერორისტულმა
ორგანიზაციამ აუდიოჩანაწერი გაარვცელა, რომელშიც ირანის დაჯგუფების ლიდერი აბუ
ბაქრ ალ-ბაღდადი იუწყება, რომ მოჯაჰედებმა დაიფიცეს, რომ „დასაჯონ უფრო მკაცრი მეთოდებით, ვიდრე ეს ოსამამ
გააკეთა“.
„უახლოეს ხანებში თქვენ
ნახავთ მათ (ბოევიკებს) ქვეყნის გულში, რამდენადაც ჩვენი ომი თქვენს წინააღმდეგ უკვე დაიწყო,“ -
განაცხადა ალ-ბაღდადიმ.
აშშ-ს ისპეცსამსახურები
ამტკიცებენ, რომ ნიუ-იორკი, სადაც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ტერორისტთა
ათი აქცია მაინც აღკვეთეს, არ არის
ბოევიკთა სამიზნე. მათი თქმით, ტერორისტთა ლიდერები საკმაოდ ხშირად იმუქრებიან
ტერაქტებით, თუმცა, ეს ხშირად, მხოლოდდამხოლოდ ბლეფია.
Internet.ge