შოტლანდიის ხელისუფლება
კანონპროექტის წარდგენას აპირებს, რომელიც ერთსქესიან წყვილებს ქორწინების
საშუალებას მისცემს. ამგვარად, შოტლანდია დიდი ბრიტანეთის პირველი მხარე გახდება,
რომელიც კანონმდებლობაში მსგავს მასშტაბურ ცვლილებას შეიტანს.
შოტლანდიის პირველი
მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება ხელისუფლების
მხრიდან, რომელიც სამართლიანობისა და თანაბარუფლებიანობისკენ ისწრაფვის.
ამ ნაბიჯს უიმედოდ
ეწინააღმდეგება რამდენიმე რელიგიური ორგანიზაცია, რაზეც ხელისუფლება პასუხობს, რომ
მათ შეუძლიათ ცალკეულად განაცხადონ უარი ერთსქსესიანი წყვილების ჯვრისწერაზე.
ბრიტანეთის მთავრობა ამ
დროისთვის კონსულტაციებს მართავს ერთსქესიანთა ქორწინების ინგლისსა და უალსში
დაშვებასთან დაკავშირებითაც.
მსგავსი ქორწინებები
უკვე დაშვებულია მსოფლიოს 11 ქვეყანაში.
Internet.ge