თურქეთში,
სტამბულთან ახლოს, უკვე რამდენიმე თვეა ქართველი მეზღვაურები, გემ „გრანდ
აილანდზე“ მძიმე პირობებში იმყოფებიან.
ექვს ქართველს
სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. ისინი გემზე სამუშაოდ 8 თვის წინ, საკრუიზო კომპანიის წარმომადგენლის ლაურა
ჩადუნელის დახმარებით მოხვდნენ.
როგორც
ცნობილია მეზღვაურებს საჭმლისა და სასმლის პრობლემაც შეექმნათ. ქართველებმა
დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს.
ასევე
ცნობილია, რომ მეზღვაურებს არც ბოლო 6 თვის ხელფასი აქვთ აღებული.
Internet.ge