თელავში, სამი მცირეწლოვანი ბავშვი თაგვის წამლით მოიწამლა. ბავშვებმა
წამალი მაშინ დალიეს, როდესაც მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ.
მოზარდები მკურნალობას ამჟამად იაშვილის სახელობის კლინიკაში გადიან.
ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობით თაგვსი წამალი მიიღეს ბავშვებმა.
Internet.ge