მოძრაობა „FEMEN“-ის აქტივისტი იანა ჟდანოვა რუსეთის პატრაიარქს
კიევის აეროპორტ „ბორისპოლში“ აქციით დახვდა.
ჟდანოვა, ნახევრად შიშველ
მდგომარეობაში დაესხა თავს ეკლესიის მეთაურს, რითაც კირილის „ანტისახელმწიფოებრივი
მოღვაწეობის მიმართ“ თავისი პროტესტი გამოხატა - ნათქვამია მოძრაობა „FEMEN“-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
აქტივისტმა გააპროტესტა
ის ფაქტიც, რომ რუსეთში აკავებენ ადამიანებს, რომლებიც ანტიპუტინური ლოზუნგებით
გამოდიან.
როგორც უკრაინული მედია
იუწყება, ჟდანოვა, მას შემდეგ, რაც აეროპორტში პატრიარქი დაინახა, მასთან მიიჭრა და
ყვირილი დაიწყო: „Изыди вон, изыди вон“. გოგონა
პოლიციამ დააკავა, მითუმეტეს, რომ როგორც „უკრაინსკიე ნოვოსტი“ წერს, ჟდანოვას
ტანზე ეწერა: „Kill Kirill“.
Internet.ge