დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა
ნიუ-იორკში მეხის დაცემით წარმოქმნილი ხანძრის შედეგად.
სახანძრო სამსახურის
ინფორმაციით, ცეცხლი შვიდსართულიან სახლს ჭექა-ქუხილის დროს გაუჩნდა. ხანძარი
იმდენად ძლიერი იყო, რომ მის ჩაქრობას მეხანძრეები სამი საათის განმავლობაში ვერ
ახერხებდნენ. ადგილზე დაახლოებით 200 მეხანძრე იყო მობილიზებული.
ოფიციალური ინფორმაციით მხოლოდ
მეხანძრეები დაშავდნენ, ერთი მათგანი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია, თუმცა
თვითმხილველები ამბობენ, რომ დაზარალებულებს შორის ცეცხმოკიდებული სახლის
მაცხოვრებლებიც არიან.
იხ. ბმული
Internet.ge