მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე საკუთარ თავზე, გარდაცვალების შესახებ
გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს. როგორც მომღერალმა „ინტერნეტ.ჯი“-სთან
საუბრისას განაცხადა, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ურეკვადნენ მას ახლობლები და
მეგობრები, რათა დარწმუნებულიყვნენ ინფორმაციის სიზუსტეში.
„არ ვიცი ვინ გაავრცელა ჭორი ჩემი გარდაცვალების შესახებ. მთელი ღამე მირეკავდნენ ახლობლები და მეგობრები. საზღვარგარეთიდანაც
დამირეკეს, რა ხდება, რა ჭორი გავრცელდაო. ვამშვიდებდი ყველას, ცოცხალი ვარ არ
ინერვიულოთ-მეთქი“-ამბობს მომღერალი.
ბუბა კიკაბიძიძე მიმდინარე თვის ბოლოს ბათუმში მიემგზავრება, სადაც
„ვერის უბნის მელოდიების“ პრემიერა უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, დაახლოებით
22:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ
მომღერალი ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა.
Internet.ge