“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს”
ერთ-ერთი წევრი
ზაზა სოფრომაძე პროკურატურაში მოწმის სტატუსით იმყოფება.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.
ხიზანიშვლის განცხადებით, სოფრომაძე არ
დაუკავებიათ და ის მხოლოდ მოწმის სახით იკითხება.
დღეს, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანმა
საქართველომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაზა სოფრომაძე დააკავეს.
Internet.ge