ლონდონში, სასტუმროს
ნომერში 73 წლის ჰარიპ ერკუიუმჩუ გარდაცვლილი იპოვეს. იგი სამოყვარულო ბოქსის
საერთაშორისო ასოციაციის კომისიის წევრი იყო და ლონდონში ოლიმპიურ თამაშებზე
მსაჯების დასახმარებლად იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით,
გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო. ზუსტი მიზეზები მხოლოდ გვამის გაკვეთის
შემდეგ დადგინდება.
ცხედარს სამშობლოში
მომდევნო კვირას გადაასვენებენ.
Internet.ge