61 წლის სიუზან
არდრონს, რომელსაც 34 წლის წინ ავტოავარიის შედეგად ამნეზია დაემართა, მეხსიერება
დაუბრუნდა. რეტროგრადული ამნეზიის გამო მას არ ახსოვდა ავტოკატასტროფამდე მომხდარი მოვლენები.
1975 წელს იგი
ბრიტანეთიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გადასახლდა ოჯახთან ერთად. ავარიის
შემდეგ მისი მეუღლე 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სხვა ქვეყანაში წავიდა, ავადმყოფი
ცოლი კი ბედის ანაბარად დატოვა. სიუზანის
თქმით, არც შვილების არსებობა ახსოვდა და არც საკუთარი სახელი, ამიტომაც მას ახალი
დოკუმენტები და ახალი სახელი - კეტი მისცეს.
გარკვეული ხნის შემდეგ
სიუზანმა მოსამსახურედ დაიწყო მუშაობა. ცოტა ხნის წინ მას კიდევ ერთი უბედურება
დაატყდა თავს: ექიმებმა მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ოპერაციისთვის საჭირო
თანხის უქონლობის გამო, 61 წლის ქალმა მატერიალური დახმარების თხოვნით საკუთარი
ფოტო Facebook-ზე განათავსა, სადაც სიუზანი მისმა დამ იცნო. მას შემდეგ, რაც
ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ და მისი წარსულის შესახებ უამბეს, სიუზანს
მეხსიერება დაუბრუნდა. ამის შემდეგ მას არც საკუთარი შვილების პოვნა გასჭირვებია.
Internet.ge