GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში გრძელდება
17:28 30.07.2012
დღის სიახლეები

ესპანეთში  მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას სამუშაო შეხვედრები გრძელდება.

პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე მადრიდის ოლქის, კოლმენარ ბიეხოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მიგელ ანხელ სანტამარიას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა  თანამშრომლობის საკითხები და დევნილთა მიმართ განსახორციელებელი ჰუმანიტარული ხასიათის პროექტები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ  შეხვედრა ესპანურ  არასამთავრობო ორგანიზაცია ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის "FINSOL” –ის პრეზიდენტთან ხულიო გარსია კარპიოსთან გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს დევნილთა  მიმართ უკვე განხორციელებულ და  სამომავლოდ განსახორციელებელ ჰუმანიტარული ხასიათის პროექტებზე. შეხვედრაზე ასევე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. 

აფხაზეთის ა/რ მთავრობა  და ფონდ "FINSOL”–ი 2008 წლიდან თანამშრომლობენ.ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაციასა და აფხაზეთის ა/რ მთავრობასა  შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამ წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა.

მხარეებს შორის შეხვედრას ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში გრძელდება1
მოდრიჩი “რეალთან” ძალიან ახლოსაა2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.4
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X