21 წლის
გეოლოგმა საკუთარი თავის გამოცდა გადაწყვიტა და სასიკვდილო ტრიუკი შეასრულა. იგი
მეგობრების თვალწინ 15 მეტრის სიმაღლიდან გადახტა.
ექსტრემალი
ახალგაზრდა არყის ხეებმა იხსნა და იგი ცოცხალი გადარჩა. მან მხოლოდ ზურგი
დაიზიანა. ალექსანდრ ნოვიკოვი ირწმუნება, რომ მზად არის ტრიუკის გასამეორებლად,
რათა ოცნება აისრულოს და კასკადიორი გახდეს.
ალექსანდრეს იდეა მაშინ გაუჩნდა, რაც თვითმკვლელობის უნებლიე მოწმე
გახდა: ქალი ფანჯრიდან გადახტა. ამის შემდეგ კი დაფიქრდა - რა მოუვიდოდა მას
ანალოგიური სიმაღლიდან გადმოხტომის შემთხვევაში. იდეის განსახორციელებლად მან
მეგობრებს უხმო მხარდაჭერისთვის, გასამხნევებლად კი 300 გრამამდე არაყი დალია.
ადგილზე
მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს, უმნიშვნელო ტრავმების გამო, ახალგაზრდა საავადმყოფოში აღარ გადაუყვანიათ.
internet.ge