კახეთის რეგიონში სტიქიის ზონის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა. კახეთის რეგიონიდან ქართველი ჯარისკაცები ადგილობრივმა მოსახლეობამ გააცილა. ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალზე მიმავალ ავტოკოლონას ადგილობრივი მოსახლეობა ოვაციებით ხვდებოდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა რეგიონი პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ დატოვეს. ჯარისკაცებს, რომლებმაც სტიქიის ლიკვიდაციაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა პირადად გადაუხადა.
მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა: „არც ომში და არც მშვიდობიან დროს თქვენ არ მიატოვეთ არცერთი ადამიანი. თქვენ ხართ სტაბილურობის გარანტი და თქვენზე დგას სახელმწიფო“.
თავდაცვის უწყების 2000-მდე წარმომადგენელი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდა.