ცენტრალურ
საარჩევნო
კომისიაში
საპარლამენტო
არჩევნებში
მონაწილეობის მსურველ არაკვალიფიციურ სუბიექტებს განაცხადის შეტანის ვადა დღეს, 18:00
საათზე ეწურებათ. ამის
შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც დაფინანსებას
სახელმწიფოსგან იღებენ, დარეგისტრირება არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან სამ დღეში
შეეძლებათ.
აზარაშვილის განცხადებით, ცესკოში განაცხადი 25-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა შეიტანა.
"ახალი მემარჯვენეები", "თავისუფალი საქართველო", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს",
"მერაბ
კოსტავას საზოგადოება"
და "საქართველოს კონსერვატიული პარტია" უკვე დარეგისტრირებულია“,-
აცხადებს სპიკერი.
ცესკო-ში პოლიტიკური პარტიების განაცხადების მიღება პირველ იანვარს დაიწყო.
internet.ge