ოსლოში მდებარე აშშ-ის
საელჩოსთან გამნაღმველები რამდენიმე საათის გნმავლობაში ბომბს ეძებდნენ, თუმცა
ვერაფერი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნორვეგიის პოლიციამ გაავრცელა.
„ჩვენ ვიპოვეთ და
შევამოწმეთ საგანი, რომელიც საელჩოსთან არსებული მანქანის ქვეშ იყო. ის საფრთხეს
არ წარმოადგენს. ყველა ევაკუირებულს უკვე შეუძლია სახლში დაბრუნება,“ - ნათქვამია
პოლიციის განცხადებაში.
სამართალდამცავებმა
აშშ-ის საელჩოსა და სამეფო სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის
ევაკუირება შუადღისას დაიწყეს. ამ პერიოდში განყოფილებაში სიგნალი შევიდა
საელჩოსთან მდგარ მანქანაზე შესაძლო ბომბის არსებობის შესახებ. შემთხვევის ადგილზე
გამნაღმველები გამოცხადდნენ. უსაფრთხოების მიზნით, ადამიანებისგან ქვეყნის
დედაქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნა გათავისუფლებული.
internet.ge