მდინარე ნევაზე წუხელ
ერთმანეთს სასეირნო კატერი და ტვირთმზიდი ნავი შეეჯახნენ. ინციდენტის შედეგად
კატერი ჩაიძირა, მასზე მყოფი 15-მდე ადამიანი კი - დაშავდა.
ჩაძირული კატერის
მგზავრებს დახმარება სხვა ნავებზე მყოფმა ადამიანებმა და საგანგებო სიტუაციების
სამსახურის მაშველებმა აღმოუჩინეს. 10 მათგანი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს,
თუმცა შემოწმების შემდეგ სახლებში გაუშვეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით
პეტერბურგის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უსაფრთხოების საჭირო ზომების დაუცველობის
მუხლით. აღნიშნული მუხლი 300 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდას ან 2 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩაძირული კატერის კაპიტანი ამ დროისთვის პოლიციის
განყოფილებაში იმყოფება და სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს.
Internet.ge