GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი შაშკინმა პროფესიული გადამზადების ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა
15:44 06.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, დღეს გლდანში, პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა.

თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება და მის ფუნქციონირებას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გაუწევს.

კოლეჯში სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ ისეთ მოთხოვნად პროფესიებს, როგორიცაა: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერის, სატვირთველისა და ჰიდრავლიკური ექსკავატორის) ოპერატორი, ელექტრიკოსი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, ბუღალტერი  და სხვ.  კოლეჯში პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება.

ახალი პროფესიული კოლეჯი  საგანამანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება, დაკომპლექტდება კვალიფიციური კადრებით, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, გლდანში, პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი, თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება და მათი თვითრეალიზებისთვის ხელშეწყობაა.

დღეისათვის, პროფესიული განათლება სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. სამინისტრო ზრუნავს, როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციაზე, ასევე იმაზე, რომ პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ  მომზადებული კადრები  შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდნენ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქმარმა ყოფილი მეუღლე ქუჩაში სასტიკად ცემა1
ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ელჩს ხვდება2
სოზარ სუბარი: ახალი ხელისუფლება არავის პოლიტიკურ დევნას არ აპირებს3
სულხან მოლაშვილის ძმის ადვოკატები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ4
გოკა გაბაშვილი: ჯობს არჩევნების შედეგების შეჯამებას დაველოდოთ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X