ბიჭს ფრინველი სამი წამის განმავლობაში კორტნიდა,
იგი მხოლოდ მანქანის სიგნალის ხმაზე გაფრინდა. მოზარდს სისხლჩაქცევები აღენიშნება
ყელის არეში.
12 წლის ნიუ-ჯერსელი
ბიჭი ატრაქციონზე ფრინველმა დაკბინა. ის მეგობრებთან ერთად იჯდა, როდესაც ფრინველი
სახეზე დააცხრა.
„როდესაც ის
ჩემთან მოფრინდა, ვერ გავიგე რა იყო. მეგონა ვიღაცამ ბურთი ან რაიმე სხვა ნივთი
მესროლა. როდესაც მისი მოშორება ვცადე, მივხვდი, რომ ფრინველი იყო“, – განაცხადა
12 წლის შან მატუსმა.
შანს ჯერ
კიდევ აქვს სისხლჩაქცევები. ფრინველი მას სამი წამის განმავლობაში კორტნიდა. შანის
განცხადებით, ფრინველი მას მანქანის სიგნალის ხმის გაგონებისას მოშორდა. „რომ არა
მანქანის სიგნალი არ მომშორდებოდა,“ - აცხადებს დაზარალებული.
პარკის
წარმომადგენელთა განცხადებით, მსგავს ინციდენტს აქამდე აადგიი არ ჰქონია.
internet.ge