საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები, საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.
საიას აღმასრულებელი დირექტორის ეკა ფოფხაძის განცხადებით, ისინი არჩევნებს და მის შემდგომ პროცესს, როგორც რეგიონებში ასევე, დედაქალაქშიც გაუწევენ მონიტორინგს.
“გვქონდა შიდა მოსამზადებელი სამუშაოები და უკვე გადაწყვეტილი გვაქვს არჩევნებს რომელ ოლქებში დავაკვირდებით”, - განაცხადა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეიდან დამკვირვებლების სტატუსის მოსაპოვებლად არასამთავრობო ორგანიზაციების განაცხადების მიღებას იწყებს. ორგანიზაციები, უშუალოდ არჩევნების პროცესის გარდა, წინასაარჩევნო გარემოსაც დააკვირდებიან.
დღეიდან 21 სექტემბრამდე ცესკო-ში განაცხადების შეტანა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლებათ.
რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ განცხადების შეტანის უფლება 24 სექტემბრამდე აქვთ.
Internet.ge