კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა
ივანიშვილი, ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაულს დაესწრება.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს ივანიშვილის
პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი დღესასწაულზე დასწრებას
გეგმავს და მასთან ერთად ასევე, კოალიციის სხვა ლიდერებიც იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ 4-5 აგვისტოს ბეშუმი სახალხო დღესასასწაულს „შუამთობას“ უმასპინძლებს. მთიანი კურორტის პოპულარული დღესასწაული ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტარდება.
„შუამთობა“ ძირითადად მესაქონლეობასთან დაკავშირებული დღესასწაულია, რომელიც მთაში ყოფნის შუა პეროდს ემთხვევა და ამიტომაც ეწოდება შუამთობა.
დღეს, სახალხო დღესასწაულზე, სპორტული და კულტურული ღონისძიებები მოეწყობა.
internet.ge